ლივერპული მადრიდის რეალის შემტევის, მარკო ასენსიოს სანაცვლოდ სერიოზულ შეთავაზებას ამზადებს, იტყობინება ესპანური მედია.
კერძოდ, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდი დაინტერესებულია ესპანელი ფეხბურთელის შეძენით, რომელსაც სამეფო კლუბი 40 მილიონ ევროდ აფასებს.
როგორც ირკვევა, ლივერპული მისი ფასის დაკლებაზე მოლაპარაკებების პროცესს გეგმავს, რადგან ასენსიოს კონტრაქტი ეწურება და მის გახანგრძლივებას არ გეგმავს.
იურგენ კლოპი უკვე დიდი ხანია, დადებითადაა განწყობილი ამ ფეხბურთელის მიმართ, რაც შეიძლება ლივერპულისთვის დამატებითი მოტივაცია იყოს ტრანსფერზე მუშაობისას.