ლივერპულის ბორდისთვის პრიორიტეტი ახლა ესაა - ფაბრიციო რომანო

ლივერპულის ბორდისთვის პრიორიტეტი ახლა ესაა - ფაბრიციო რომანო

ლივერპულმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ძალიან აქტიურად დაიწყო. ჯერ ფაბიო კარვალიოს ტრანსფერი გააოფიციალურა, შემდეგ დარვინ ნუნიესი იყიდა, ბოლოს კი კალივნ რემზი გაიფორმა.

ამ ყველაფრის ფონზე, მედიაში დღეს საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - მერსისაიდული გრანდის ხელმძღვანელობა ჯინი ვეინალდუმის დაბრუნებას განიხილავს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.

ცნობილმა და ყველაზე სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ნიდერლანდელი ნახევარმცველის შესაძლო დაბრუნებაზე ჭორები უარყო და გუნდის მთავარი პრიორიტეტიც დაასახელა:

"დღევანდელი სიტუაციით, ლივერპული პსჟ-სთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს ვეინალდუმზე. გუნდს არ სურს ჯინის დაბრუნება.

ახლა მათი პრიორიტეტი ნაბი კეიტასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა. აქტიური მოლაპარაკებების პროცესი მალე დაიწყება", - წერს რომანო.

6 დღის წინ
564 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 220
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ