ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლივერპული ძალიან აქტიურად მუშაობს. გუნდმა 3 ტრანსფერი შეათანხმა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა ჯეიმს მილნერს, თუმცა ეს ყველაფერი არაა.
Mirror იტყობინება, რომ ლივერპული კიდევ 2 ფეხბურთელს გაუხანგრძლივებს კონტრაქტს - ჯო გომეზი და ნაბი კეიტა.
წასვლის შესახებ ჭორები ორივე მათგანზე დადიოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობაში თვლიან, რომ გვინეელი და ინგლისელი ფეხბურთელები მეტი სიღრმისთვის არიან საჭირონი.
არადა, მსურველები კეიტასაც ჰყავდა და გომეზსაც - ნაბის იტალიიდან ეპატიჟებოდნენ, ხოლო გომეზი პრემიერ ლიგის დაბალი ეშელონის გუნდებს უნდოდათ.
ჯერჯერობით, მათი კონტრაქტის პირობები ცნობილი არაა.