ტაკუმი მინამინო უახლოეს მომავალში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს, აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე სანდო წყარომ გაავრცელა.
ფრანგი ჟურნალისტის, სებასტიან დენისის ინფორმაციით, იაპონელი ფეხბურთელი კარიერას ლიგა 1-ში, კერძოდ კი, "მონაკოში" გააგრძელებს.
როგორც ირკვევა, ფრანგებს მინამინოს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რაც დაახლოებით უტოლდება იმ თანხას, რომლის მიღებაც მერსისაიდულ გრანდს სურდა ტაკუმის სანაცვლოდ.
აღსანიშნავია, რომ მინამინოსთვის სერიოზული ბრძოლა იყო გაჩაღებული ინგლისსა და იტალიაშიც, თუმცა "მონაკომ" ყველაფრის ყველაზე სწრაფად მოგვარება შეძლო.