როგორც მოგეხსენებათ, გუშინ სადიო მანე "ლივერპულიდან" "ბაიერნში" ოფიციალურად გადავიდა.
სენეგალელის ტრანსფერის შემდეგ, მიუნხენური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიძიჩმა მცირე კომენტარი გააკეთა.
"როდესაც გავიგე, რომ მანემ უარი თქვა ლივერპულის ყველა მცდელობაზე კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, მაშინვე დავინტერესდი."
"ორი დღის შემდეგ, მე, იულიან ნაგელსმანი და მარკო თვითმფრინავით ლივერპულში მივფრინავდით." - თქვა ჰასანმა.