როგორც მოგეხსენებათ, გუშინ სადიო მანე "ლივერპულიდან" "ბაიერნში" ოფიციალურად გადავიდა.
სენეგალელმა ფეხბურთელმა ტრანსფერის შემდეგ, ლივერპულის შესახებ ისაუბრა.
"მიყვარხართ ხალხო! კიდევ მაქვს სახლი ლივერპულში, დავბრუნდები და "ლივერპულს" ვუყურებ."
"ამ გუნდის ნომერ 1 ფანი ვიქნები! მიუნხენში ყოველი თამაშის შემდეგ, "ლივერპულის" ანგარიშს შევამოწმებ. თვალს გადევნებთ ბიჭებო." - განაცხადა სენეგალელმა.