როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" დიდი ხანია დაინტერესებულია დორტმუნდის "ბორუსიის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შეძენით.
სანდო და გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, მომავალ ზაფხულს მერსესაიდები ინგლისელი ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ.
"დარწმუნებული ვარ, შემდეგ ზაფხულს "ლივერპული" ჯუდ ბელინგემისთვის ბრძოლაში იქნება."
"მოდით დავიცადოთ და ვნახოთ, როგორია "დორტმუნდის" გეგმები მომავალი ზაფხულისთვის. თუმცა "ლივერპული" მიუხედავად ყველაფერისა იბრძოლებს მისთვის." - თქვა რომანომ.