Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპული" ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის, მეისონ მაუნტის შეძენითაა დაინტერესებული.
წყარო იტყობინება, რომ მერსესაიდულმა კლუბმა ინგლისელს უკვე გაუკეთა 'ფრთხილი შეთავაზება'.
მაუნტს "არისტოკრატებთან" კონტრაქტის ხანგრძლივობა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. ამჟამად მეისონის სატრანსფერო ღირებულება 68 მილიონი ფუნტ სტერლინგია.
გასულ სეზონში ინგლისელ ფეხბურთელს 53 მატჩში 13 გოლი და 16 ასისტი დაუგროვდა.