ტრევორ სინკლერი: "კლოპმა მანე ამ განცხადების შემდეგ დაკარგა"

ტრევორ სინკლერი: "კლოპმა მანე ამ განცხადების შემდეგ დაკარგა"

სადიო მანეს 6 წლიანი "ლივერპულილი" ეპოქა დასრულდა, სენეგალელმა ვარსკვლავმა მიუნხენის "ბაიერნს" მიაშურა.

ფეხბურთის ექსპერტმა, ტრევორ სინკლერმა, მანეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და ამის მიზეზებიც ახსნა:

"სადიო მანემ "ლივერპული" ისე დატოვა, როგორც გუნდის ლეგენდამ, თუმცა ბევრი ჯერაც ვერ იგებს, რატომ წავიდა სენეგალელი მერსისაიდული გრანდიდან. ნება მომეცით, ამის ჩემეული ახსნა გაგაცნოთ.

პირველ რიგში, სადიო არ იყო ისეთი აღიარებული და დაფასებული, როგორებიც, მაგალითად, ვირჯილ ვან დაიკი და მო სალაჰი იყვნენ "ლივერპულში".

ამასთან ერთად, ვფიქრობ, მის წასვლაში დიდი როლი იურგენ კლოპმა ითამაშა, როდესაც აფრიკის თასს შეურაცხყოფა მიაყენა, მის ამ განცხადებას კი სენეგალის ნაკრების მწვრთნელი გამოეხმაურა.

სადიო პრინციპული და პატრიოტი ადამიანია, რომელიც თავის რეგიონში ბევრ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, სადიომ იფიქრა - მორჩა, წასვლას ვაპირებ", - განაცხადა ტრევორმა.

1 თვის წინ
810 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 273
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ