მორიგი ტრანსფერი პორტუგალიიდან? - "ლივერპულისგან" შეთავაზებას ელოდებიან

მორიგი ტრანსფერი პორტუგალიიდან? - "ლივერპულისგან" შეთავაზებას ელოდებიან

"ლივერპულმა" ბოლო 4 ტრანსფერიდან 2 პორტუგალიის ჩემპიონატიდან გაახორციელა - ჯერ ლუის დიასი იყიდა, შემდეგ კი დარვინ ნუნიესი დაიმატა, ორივეში კი საკმაო ოდენობის თანხა გადაიხადა.

Mirror იტყობინება, რომ მერსისაიდული გრანდისგან პორტუგალიიდან მიჯრით მესამე ტრანსფერია მოსალოდნელი - საუბარია "პორტოს" ფეხბურთელ ოტავიოზე.

წყაროს ცნობით, "პორტომ" ოტავიოს სანაცვლოდ "ლიდსის" 26 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა იმ იმედით, რომ მომდევნო კვირაში შეთავაზებას "ლივერპულისგან" მიიღებს.

როგორც ირკვევა, "პორტო" მზადაა, ოტავიო 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს, მერსისაიდული გრანდის პოზიცია კი, ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინანდელი ინფორმაციით, ოტავიო ძალიან მოსწონს როგორც იურგენ კლოპს, ასევე პეპ ლინდერსს.

1 თვის წინ
942 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 273
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ