პოლ რობინსონი: "ლივერპული ამ ფეხბურთელის დასაკარგად მზად არაა"

პოლ რობინსონი: "ლივერპული ამ ფეხბურთელის დასაკარგად მზად არაა"

"ლივერპულმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდა - ტაკუმი მინამინო, დივოკ ორიჯი და სადიო მანე.

არ ცხრება ჭორები ნაბი კეიტას თაობაზე - ერთი მხრივ, მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა მერსისაიდული გრანდი მის შენარჩუნებაზე მუშაობს.

ინგლისის ნაკრებისა და პრემიერ ლიგის ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა, გვინეელი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:

"გასულ სეზონში მას ბევრი სათამაშო დრო მიეცა, რომელიც კარგად გამოიყენა, მისით მოხიბლული ვიყავი.

როდესაც სადიო მანე წავიდა, რობერტო ფირმინოსა და მო სალაჰს კი კონტრაქტი 1 წელიწადში უმთავრდებათ, ისეთი მოთამაშის შენარჩუნება, როგორიც ნაბი კეიტაა, მნიშვნელოვანია.

ნაბიმ იმაზე ბევრად უკეთ წარმოაჩინა თავი, ვიდრე ხალხი ელოდა, ზოგიერთ მატჩში ის უნაკლოც კი იყო", - განაცხადა რობინსონმა.

1 თვის წინ
400 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 273
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ