პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონი "მანჩესტერ სიტის" ტრიუმფით დასრულდა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი მე-6 პოზიცია დაიკავა.
ESPN-მა შემოგვთავაზა ცხრილი, თუ როგორი იქნებოდა ინგლისის უმაღლესი ლიგის გასული სეზონი VAR-ის გარეშე.
ცნობილმა გამოცემამ ჩათვალა გაუქმებული გოლები და როგორც გვიამბობს, ჯამში 120 შეცვლილი გადაწყვეტილება გააუქმა.
საბოლოო ცხრილის მიხედვით, ჩემპიონი კვლავაც "სიტი" გახდებოდა, ოთხეულში "ტოტენჰემის" ნაცვლად "არსენალი" შევიდოდა, "ლივერპული" კი მაინც მეორე ადგილზე გავიდოდა.
- "მანჩესტერ სიტი" - 94 ქულა
- "ლივერპული" - 92 ქულა
- "ჩელსი" - 74 ქულა
- "არსენალი" - 73 ქულა
- "ტოტენჰემი" - 69 ქულა
- "ლესტერი" - 58 ქულა
- "ვესტ ჰემი" - 56 ქულა
- "მანჩესტერ იუნაიტედი" - 56 ქულა
- "ბრაიტონი" - 50 ქულა
- "ნიუკასლი" - 49 ქულა
- "ვულვზი" - 48 ქულა
- "ბრენტფორდი" - 48 ქულა
- "კრისტალ პალასი" - 46 ქულა
- "ასტონ ვილა" - 43 ქულა
- "ევერტონი" - 43 ქულა
- "საუთჰემპტონი" - 37 ქულა
- "ბარნლი" - 36 ქულა
- "ლიდსი" - 36 ქულა
- "ნორვიჩი" - 23 ქულა
- "უოტფორდი" - 20 ქულა