"ლივერპული" "ბარსელონას" ვარსკვლავის წარმომადგენლებს შეხვდა - Sport

"ლივერპული" "ბარსელონას" ვარსკვლავის წარმომადგენლებს შეხვდა - Sport

უსმან დემბელეს მომავალი ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ფრანგ ფეხბურთელს კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი ამოეწურა, მას კი რამდენიმე სერიოზული მსურველი ჰყავს.

ესპანური გამოცემა, Sport, იტყობინება, რომ დემბელეს წარმომადგენლები "ლივერპულის" ხელმძღვანელობას შეხვდნენ და შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

უსმანისა და მერსისაიდული გრანდის სახელი მედიაში დიდი ხანია ერთმანეთს უკავშირდება, თუმცა, აქამდე, მათ შორის მოლაპარაკებების პროცესი არ ყოფილა. 

დემბელეს იურგენ კლოპის სახით სერიოზული თაყვანისმცემელი ჰყავს, შესაძლოა, გერმანელი სპეციალისტის სურვილი გადამწყვეტი აღმოჩნდეს დემბელესთვის ბრძოლაში.

თავის მხრივ, "ბლაუგრანას" თავკაცი, ჩავი ერნანდესი, ხელმძღვანელობას დემბელეს შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

1 თვის წინ
576 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 273
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ