იურგენ კლოპის ასისტენტმა, პეპ ლინდერსმა, "ლივერპულის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, სადიო მანეს შესახებ ისაუბრა.
"სადიო მანე. მანქანა. არასდროს მითქვამს გამარჯობა სადიოსთან, როცა ის ჩამივლიდა ხოლმე; მე ყოველთვის ვამბობდი 'ვაიჰ!', რადგან ის ძალიან სწრაფი იყო. მაგრამ ის ასევე მეომარი იყო." - თქვა პეპმა.
შეგახსენებთ, რომ სენეგალელი ფეხბურთელი ახალ გამოწვევას ეძებდა, რის გამოც მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.
რამდენიმე დღის წინ, სადიომ ახალ კლუბში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა და გერმანიის სუპერთასი მოიგო.