როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" დიდი ხანი გეგმავს ნაბი კეიტას კონტრაქტის გახანგრძლივებას.
სანდო და გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მერსესაიდულ კლუბსა და კეიტას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ჯერჯერობით ყველაფერი ნელა მიმდინარეობს და მხარეები ფინალურ შეთანხმებამდე შორს არიან.
შეგახსენებთ, რომ კეიტას კონტრაქტის ხანგრძლივობა 2023 წლის ივნისში ეწურება.