ლინდერსი: "მაშინ მივხვდი, რომ მე და კლოპი ერთად დიდხანს ვიმუშავებდით"

ლინდერსი: "მაშინ მივხვდი, რომ მე და კლოპი ერთად დიდხანს ვიმუშავებდით"

იურგენ კლოპის ასისტენტმა, პეპ ლიდნერსმა, გაიხსენა 2016 წლის ამბავი.ამ დროს გერმანელი სპეციალისტი "ლივერპულში" ახალი ჩამოსული იყო.

"ის წერილით მოვიდა ჩემს მაგიდასთან, დაახლოებით ექვსი წლის წინ - ალბათ ორი თვის შემდეგ, რაც ჩამოვიდა."

"მან მთხოვა წამეკითხა, რადგან არ ესმოდა, ამიტომ დავიწყე კითხვა და ვუთხარი, რომ ეს იყო მწვრთნელისგან, რომელმაც თქვა, რომ სურდა მასთან მუშაობა, მოედანზე დახმარება და ასისტენტობა."

"ესეიგი მას შენთან მუშაობა უნდა? - იკითხა კლოპმა. შემდეგ მან აიღო წერილი, დახია და ნაგავში ჩააგდო. ისე წავიდა, რომ არაფერი უთქვამს."

"რა თქმა უნდა, მას ესმოდა რა ეწერა წერილში. ამ მომენტში მივხვდი, რომ დიდხანს ვიმუშავებდით ერთად და დავეხმარებოდი მას იმაში, რომ გამხდარიყო ყველაზე წარმატებული მწვრთნელი "ლივერპულის" ისტორიაში." - თქვა ლინდერსმა.

1 კვირის წინ
305 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 273
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ