კლოპი "იუნაიტედის" პრიორიტეტულ სამიზნეს აკვირდება - ესპანური მედია

კლოპი "იუნაიტედის" პრიორიტეტულ სამიზნეს აკვირდება - ესპანური მედია

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ზალცბურგის" ფორვარდმა, ბენჟამინ სესკომ, რამდენიმე ევროპული გრანდის ინტერესი მიიპყრო.

ესპანური გამოცემა Fichajes Futbol იტყობინება, რომ სესკოს ორი სერიოზული მსურველი ჰყავს - "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

როგორც ირკვევა, "წითელი ეშმაკები" ფეხბურთელს კარგა ხანია აკვირდებიან, ხოლო მერსისაიდული გრანდი საქმეში "ზალცბურგთან" სპარინგ მატჩის შემდეგ ჩაერთო. სწორედ აქ მოახერხა სესკომ იურგენ კლოპის ყურადღების მიქცევა.

დიდი ალბათობით, სესკო "იუნაიეტდისთვის" უფრო პრიორიტეტული სამიზნეა, იმის ფონზეც, რომ შესაძლოა გუნდი კრიშტიანუ რონალდუმ დატოვოს.

1 კვირის წინ
349 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 273
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ