ესპანური გამოცემის, Fútbol Total-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" 2023 წელს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შეძენა სურს.
კატალონიურ კლუბში თვლიან, რომ ინგლისელი მცველი დაასრულებს მათი პროექტის შემადგენლობას.
წყაროს თქმით, "ბარსა" მერსესაიდულ გრანდს დაახლოებთ 80 მილიონ ევროს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ ტრენტი "ლივერპულის" აღზრდილი ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, რაც მის ტრანსფერს თითქმის შეუძლებელს ხდის.