სულ მალე პრემიერ ლიგის ახალი სეზონი დაიწყება, ექსპერტებისა და ფანების აზრით კი ტიტულის მთავარი პრეტენდენტები კვლავ "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" არიან.
გასულ სეზონში ეტიჰადელებმა მერსისაიდულ გრანდს 1 ქულით აჯობეს, ხოლო "ლივერპული" ამ სეზონში რევანშის აღებას ეცდება.
ჯეიმი კარაგერმა მომდევნო სეზონსა და ამ ორი გუნდის დაპირისპირებაზე ისაუბრა, ამასთან ერთად, გამოარჩია ფაქტორები, რომლებიც "ლივერპულს" უპირატესობას მისცემს:
"მსოფლიო ჩემპიონატი სეზონის მიმდინარეობისას იქნება, მას გამოტოვებენ "ლივერპულისთვის" ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, როგორებიც, მაგალითად, მო სალაჰი და ლუის დიასი არიან, რაც გუნდისთვის უმჯობესია. ვფიქრობ, ასეთი ფეხბურთელები სეზონის მეორე ნაწილში დიდ როლს ითამაშებენ.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია ვირჯილ ვან დაიკის ფაქტორიც, რომელიც წინა სეზონში ჯერ კიდევ არ იყო საუკეთესო ფორმაში", - განაცხადა კარაგერმა.