"სამწუხაროდ, ცოტა ხნით გუნდს ვერ დავეხმარები", - ფეხბურთელმა ტრავმა დაადასტურა

"სამწუხაროდ, ცოტა ხნით გუნდს ვერ დავეხმარები", - ფეხბურთელმა ტრავმა დაადასტურა

"ლივერპულისთვის" წინასასეზონო შეკრება ცუდად დასრულდა - გუნდი "სტრასბურგთან" 0-3 დამარცხდა, ხოლო იბრაჰიმა კონატემ ტრავმა მიიღო.

აღნიშნული ინფორმაცია ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა მედიასთან საუბრისას თავად დაადასტურა:

"სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი "ლივერპულს" ტრავმის გამო გამოვაკლდები, თუმცა, გპირდებით, ეს დიდი დროით არ იქნება", - განაცხადა კონატემ.

ცნობისთვის, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ლივერპულის" ცენტრალური დაცვის დუეტი ვირჯილ ვან დაიკისგან და ჯო მატიპისგან დაკომპლექტდება.

 

1 კვირის წინ
611 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 273
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ