ბოლო წლების განმავლობაში ეს "ლივერპულისთვის" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სატრანსფერო ფანჯარა იყო, როგორც წამსვლელების, ასევე დანამატის მხრივ.
მერსისაიდული გრანდი დატოვა გუნდის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა სადიო მანემ, მის ალტერნატივად კი დარვინ ნუნიესის ტრანსფერი ვიხილეთ.
The Times იტყობინება, რომ "ლივერპულში" ახლა მხოლოდ 1 რამეზე არიან კონცენტრირებულნი - ურუგვაელი ფორვარდის ადაპტაცია. ამაზე მუშაობენ როგორც იურგენ კლოპი თავისი სტაფით, ასევე ფეხბურთელები.
როგორც ირკვევა, "ლივერპულში" სჯერათ, რომ ნუნიესს პოსტ-სადიო მანე ერის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბება შეუძლია.