როგორც მოგეხსენებათ, უკვე დღეს პრემიერ ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს.
"ლივერპული" სეზონის პირველ მატჩს ხვალ, თბილისის დროით 15:30 საათზე, "ფულემის" წინააღმდეგ გამართავს.
სანდო და გავლენიანი ჟურნალისტის, ჯეიმს პირსის ინფორმაციით, ამ მატჩში ვირჯილ ვან დეიკს პარტნიორობას ჟოელ მატიპი გაუწევს.
ცნობისთვის, პრე-სეზონის 5 მატჩიდან, მატიპი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 1-ხელ მოხვდა.