ალან შირერი: "საჩემპიონო რბოლაში "სიტი" ამ ფეხბურთელის გამო გაიმარჯვებს"

ალან შირერი: "საჩემპიონო რბოლაში "სიტი" ამ ფეხბურთელის გამო გაიმარჯვებს"

პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონი დაიწყო, ხოლო ჩემპიონობის მთავარ კანდიდატებად კვლავ "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" მიიჩნევიან.

პრემიერ ლიგის ლეგენდამ, ალან შირერმა, აწ უკვე დაწყებულ სეზონზე თავისი პროგნოზი გააკეთა და კვლავ ეტიჰადელებისკენ გადაიხარა:

"წინა სეზონში ყველაფერი ერთმა ქულამ გადაწყვიტა და დარწმუნებული ვარ, წელსაც მსგავსი დაძაბული გათამაშება გვექნება.

თუ ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი უნდა დავასახელო, მაინც "სიტისკენ" გადავიხრები, მხოლოდ ერთი მიზეზით - ერლინგ ჰოლანდი.

წინა წელს "სიტიმ" ტიტული მის გარეშე მოიგო, რეალური ცენტრ ფორვარდის გარეშე. ახლა მათ ჰყავთ ფეხბურთელი, რომელსაც სეზონში 30 გოლის გატანა შეუძლია", - განაცხადა შირერმა BBC-ს ეთერში.

1 კვირის წინ
359 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 273
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ