"ლივერპულმა" პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო - გუნდმა პირველივე ქულები ახლად აღზევებულ "ფულემთან" გაიყო.
მერსისაიდულმა გრანდმა ლონდონელებთან პირველი ტაიმი დათმო კიდეც, ამ დროში კი მეტოქე იურგენ კლოპის შეგირდებს აშკარად ჩაგრავდა.
შეხვედრის შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა მატჩის მიმდინარეობა შეაფასა:
"პირველ 15 წუთში თამაშში შესვლა ვერ შევძელით, რაშიც ხელი კიდევ ერთმა ფაქტორმა შეგვიშალა - მოედანი ძალიან მშრალი იყო.
შედეგი ჩვენთვის შესაბამისი იყო - გამარჯვება არ დაგვიმსახურებია, ხოლო პერფორმანსს ლაფსუსები ჰქონდა", - განაცხადა კლოპმა.