"ლივერპულმა" პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონი "ფულემთან' ფრით დაიწყო, 2:2, ორივე გოლი კი ალექსანდრ მიტროვიჩისგან გაუშვა.
მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ლონდონელებთან თამაშის შემდეგ მედიასთან რიგ საკითხებზე ისაუბრა:
"ეს ყველაფერი ჩემი პასუხისმგებლობაა - არ ვიცი, სად შევცდი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კარგად არ გვითამაშია. ძალიან ცუდი თამაშით ფრე მივიღეთ.
ჩვენ თავიდანვე თამაშიდან ვიყავით გამოთიშულები, რომელშიც ვერ დავბრუნდით. მეტოქე თავდაჯერებას პატარ-პატარა მომენტებში პოულობდა.
ალექსანდრ მიტროვიჩი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ პრობლემებს გვიქმნიდა, მას კარგი თამაში ჰქონდა.
დღეს ჩვენი თამაში არ ყოფილა, კმაყოფილი არ ვარ", - განაცხადა კლოპმა.