იურგენ კლოპმა რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ლივერპული" ტრანსფერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ გუნდს ტრავმირებულები მოემატებოდნენ, სხვა შემთხვევაში, გუნდისთვის სატრანსფერო ფანჯარა დასრულებული იყო.
"ფულემთან" პრემიერ ლიგის გახსნით შეხვედრაში მერსისაიდულმა გრანდმა ფრედ, 2-2 ითამაშა. გარდა დასანანი ქულების დაკარგვისა, ტრავმა მიიღო ტიაგო ალკანტარამაც.
დაშავებულები არიან ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და კერტის ჯოუნსიც, ამასთან ერთად, გაციებულია ნაბი კეიტა.
"ფულემთან" მატჩის შემდეგ, იურგენ კლოპი ამ საკითხს შეეხო:
"ვიცი, რაც ვთქვი ტრავმირებულებსა და ტრანსფერებზე, მაგრამ ვთვლი, რომ ახლაც საკმარისი რესურსი გვაქვს ნახევარდაცვაში.
ტრანსფერები გათვლილი უნდა იყოს როგორც ახლანდელ სიტუაციაზე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაზე. ჩემბერლენის ტრავმაზე 1 კვირაზე მეტია ვიცით, ნაბი კეიტა კი მხოლოდ გაციებულია.
ნახევარმცველების დეფიციტი არ გვაქვს, უბრალოდ რამდენიმე მათგანი ტრავმირებულია", - განაცხადა კლოპმა.