"ლივერპულის" სამიზნე: "კლოპის გუნდში სიამოვნებით ვითამაშებდი"

"ლივერპულის" სამიზნე: "კლოპის გუნდში სიამოვნებით ვითამაშებდი"

უახლესი ინფორმაციით, "ლივერპული" "ფლამენგოს" ახალგაზრდა ნახევარმცველს, ჟოაო გომეზს აკვირდება. 

ბრაზილიური წყაროები იტყობინებიან, რომ "ფლამენგოს" ერთ-ერთი ლიდერი იურგენ კლოპის ფავორიტებს შორისაა. არაა გამორიცხული, მერსისაიდულმა გრანდმა მისი შეძენა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზეც სცადოს.

თავად გომეზმა არ დამალა, რომ "ლივერპულში" დიდი სიამოვნებით ითამაშებდა:

"მერსისაიდულ გრანდში დიდი სიამოვნებით გადავიდოდი. აქ თამაშის დიდი სურვილი მაქვს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემთვის ყველაზე დიდი ოცნება და მიზანია, ისევე როგორც ჩემი ოჯახისთვის", - განაცხადა მან.

2 კვირის წინ
655 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 341
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ