"ლივერპული" "რეალი" - "შახტარის" მატჩზე სკაუტებს გაგზავნის - ვის აკვირდება კლუბი

"ლივერპული" "რეალი" - "შახტარის" მატჩზე სკაუტებს გაგზავნის - ვის აკვირდება კლუბი

მიხაილო მუდრიკი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, რომელმაც განსაკუთრებით ამ სეზონში ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო.

ბოლო ინფორმაციით, მსურველებს შორის აღმოჩნდა "ლივერპულიც" - სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას უკრაინელის დამატებას ისინიც ეცდებიან. 

რუსი ჟურნალისტი არტურ პეტროსიანი იტყობინება, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში 'რეალისა" და "შახტარის" შეხვედრას "ლივერპულის" სკაუტები დააკვირდებიან. 

დიდი ალბათობით, მერსისაიდული გრანდის სკაუტების მთავარი ყურადღება სწორედ მუდრიკის მიმართ იქნება მიმართული.

20 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონის "არსენალიც" დაინტერესებულია.

2 კვირის წინ
369 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 341
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ