რატომ ჩაიშალა რონალდუს „ლივერპულში“ ტრანსფერი - უცნობი ისტორია

რატომ ჩაიშალა რონალდუს „ლივერპულში“ ტრანსფერი - უცნობი ისტორია

2003 წელს, „სპორტინგის“ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, ინგლისურ გრანდებს შორის ნამდვილი ნადირობა იყო გაჩაღებული- მისი გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს“, ლონდონის „არსენალსა“ და როგორც ჩანს, „ლივერპულს“ სურდათ.

როგორც ირკვევა, მერსისაიდელებს 2003 წელს ახალგაზრდა პორტუგალიელის შეძენა შეეძლოთ, თუმცა ფინანსური საკითხის გამო, გარიგება არ შედგა. 

The Athletics-თან საუბრისას, გუნდის ყოფილმა მწვრთნელის ასისტენტმა, ფილ ტომპსონმა, ამ თემაზე ისაუბრა:

ლისაბონში ვიყავი, რათა მის ტრანსფერზე მემუშავა. მისი ღირებულება 4 მილიონი იყო, რომლის ყოველწლიურად (წელიწადში 1 მლნ) გადახდა შეიძლებოდა. რაც შეეხება ხელფასს, როგორც გავარკვიე, მას წელიწადში 1 მილიონი სურდა, რაც 18 წლის ფეხბურთელისთვის ბევრად მივიჩნიეთ. შემდეგ კი, შეთავაზების გაკეთების საშუალებაც აღარ მოგვეცა, რადგან ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაურიგდა,"-იხსენებს ტომპსონი.

ამას ემატება ისიც, რომ „ლივერპულს“ მისი 2 ახალგაზრდა ვუნდერკინდის, ენტონი ლე ტალეშისა და ფლორენტ სინამასი ეიმედებოდათ. ისინი თვლიდნენ, რომ კრიშტიანუს გადმოსვლა მათ განვითარებას შეაფერხებდა.

2 კვირის წინ
289 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 341
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ