ბელინგემს შეეძლო "ლივერპულის" ფეხბურთელი გამხდარიყო - უცნობი ისტორია

ბელინგემს შეეძლო "ლივერპულის" ფეხბურთელი გამხდარიყო - უცნობი ისტორია

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" დიდი ხანია დაინტერესებულია დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის დამატებით.

საინტერესოა, რომ ინგლისელს შეეძლო მერსესაიდულ კლუბში გადმოსვლა, როდესაც ის "ბირმინგემის" U11-ში თამაშობდა.

ამ დროს მას "ლივერპულის" აკადემიაში ორდღიანი გამოსაცდელი პერიოდი ჰქონდა. "წითლების" ახალგაზრდული მწვრთნელები ჯუდით აღფრთოვანებული იყვნენ და გადმოსვლა შესთავაზეს.

მიუხედავად ამისა, ჯუდი "ლივერპულში" არ გადავიდა, რადგან ოჯახს ბირმინგემში დარჩენა სურდა.

1 კვირის წინ
340 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 341
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ