კონორ ბრედლი: "როდესაც იჯარით მივდიოდი, კლოპმა ეს მითხრა"

კონორ ბრედლი: "როდესაც იჯარით მივდიოდი, კლოპმა ეს მითხრა"

"ლივერპულის" მცველმა, კონორ ბრედლიმ, რომელიც ამჟამად "ბოლტონ უანდერერსში" თამაშობს, იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა.

"კლოპთან პირადად არ მილაპარაკია, სანამ იჯარით არ წავიდოდი, მაგრამ მისგან მესიჯები მქონდა, სადაც მწერდა, წადი და ისიამოვნე, ითამაშე რაც შეიძლება მეტი."

"ჩვენ გვქონდა ჯგუფი, სადაც ყველა იჯარით წასული ვიყავით და კლოპი იქ წერს, როდესაც ასისტს ვაკეთებ, გოლი გამაქვს ან კარგად ვთამაშობ."

"ის და მწვრთნელები ყოველთვის მესიჯებს გვიწერენ, ყველაფერ საუკეთესოს გვისურვებენ თამაშებისთვის და ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ გოლს გავიტანთ."

"კარგია, რომ ისინი კონტაქტზე არიან და სურთ იცოდნენ, როგორ ვარ და როგორ ვცხოვრობ." - თქვა ბრედლიმ.

1 კვირის წინ
280 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 341
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ