სტივ კერი: "ლივერპულის ფანი ამ ფეხბურთელის გამო გავხდი"

სტივ კერი: "ლივერპულის ფანი ამ ფეხბურთელის გამო გავხდი"

სტივ კერი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ამერიკელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ფეხბურთს, განსაკუთრებით კი პრემიერ ლიგას, აქტიურად ადევნებს თვალს.

კერის თქმით, თავისი ფავორიტი გუნდი "ლივერპული" გახლავთ:

"პრემიერ ლიგის ყურება დაახლოებით 5-6 წლის წინ დავიწყე, პირველად კი მო სალაჰი ვნახე და მაშინვე ვიფიქრე, რომ ის ჩემი ფეხბურთელი იყო.

უბრალოდ აღფრთოვანებული ვიყავი მისი პიროვნებითა და ხასიათით, იმით, თუ რას მიაღწია მან და რა გააკეთა თავის სამშობლოში ქველმოქმედების მხრივ.

როდესაც გავიგე, რომ მო "ლივერპულის" ფეხბურთელია, მაშინვე ვთქვი, კარგი, სწორედ ესაა ჩემი კლუბი, მას შემდეგ მათ ვქომაგობ", - განაცხადა მან.

1 კვირის წინ
468 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 341
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ