ვინ არის „ლივერპულის“ პოტენციური ახალი შენაძენი- ყველაფერი კონატეზე (ვიდეო+ სტატისტიკა)

თითქმის ყველა სანდო და გავლენიანი გამოცემა იტყობინება, რომ „ლივერპულმა“ „ლაიპციგის“ ფეხბურთელის, იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერი გაჩარხა. 

გთავაზობთ 21 წლის ფრანგის მოკლე რეზიუმეს:

ფრანგმა ფეხბურთელმა გერმანულ გუნდში ჯამში 89 მატჩი ჩაატარა- აღნიშნულ დროში კონატეს ანგარიშზე  4 გოლი და 1 ასისტია. Whoscored-ზე მისი სათამაშო სტილი შემდეგნაირადაა დახასიათებული:

  • უყვარს და წარმატებით გამოსდის ვარდნები
  • უყვარს მოკლე პასები და ამ საქმეში თითქმის უშეცდომოა
  • ძლიერია ბურთის გამოტანაში 

გამოცემა მის მთავარ პლუსად საჰაერო ორთაბძოლებს ასახელებს, ამასთან ერთად კი აღნიშნავს, რომ ფრანგს გამოკვეთილი სუსტი წერტილი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მას სათამაშო ასპექტებში მართლაც არ აქვს სერიოზული ხარვეზები, არსებობს ერთი დიდი პრობლემა- კონატეს ტრავმიანობა. ამ მხრივ მისი სუსტი ფიზიკა გუნდისთვის დამაზიანებელი შეიძლება ხშირად გამოდგეს. 

Whoscored მის თამაშს საშუალოდ 6.58 ქულით აფასებს. 

 

2 კვირის წინ
345 / 0
Luka
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ