დომენეში: "ლივერპულის" ამ ფეხბურთელის ხილვა "პსჟ-ში" მსურს"

დომენეში: "ლივერპულის" ამ ფეხბურთელის ხილვა "პსჟ-ში" მსურს"

ყოფილმა მწვრთნელმა, რეიმონ დომენეშმა, მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ხილვა "პარი-სენ-ჟერრმენში" სურს.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოჰამედ სალაჰზე, მხოლოდ იმის თქმა შემძლია, რომ მსოფლიო დონისაა"

"ყველა ჯილდო, რომელიც სალაჰმა მოიგო, სრულიად დამსახურებულია. სამწუხაროა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიიღებს მონაწილეობას."

"რა თქმა უნდა, მსურს მისი თამაში "პარი სენ-ჟერმენში". ამ მენტალიტეტის მქონე მოთამაშე გუნდს წინ უბიძგებს."

"ის იმ დონეზეა, რომელსაც მხოლოდ ლიონელ მესიმ და კილიან მბაპემ მიაღწიეს და ის განასახიერებს იმას, რაც ყველა მწვრთნელს სურს." - თქვა დომენეშმა.

2 კვირის წინ
213 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 107
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტრენტი, მატიპი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ