"ლივერპული" იანვარში 2 სერიოზული ტრანსფერისთვის ემზადება

"ლივერპული" იანვარში 2 სერიოზული ტრანსფერისთვის ემზადება

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპული" მინიმუმ 1 ტრანსფერს გააკეთებს - ამას მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ერთხმად იტყობინებიან. 

Liverpool Echo იტყობინება, რომ იანვარში მერსისაიდული გრანდი შეთავაზების გაკეთებას 2 ფეხბურთელისთვის გეგმავს - რუბენ ნევეში და კონრად ლეიმერი.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე იურგენ კლოპის მთავარი მიზანი სწორედ ნახევარდაცვის რგოლის გაძლიერებაა, ხოლო ამ ეტაპზე ოპტიმალურ ვარიანტებად ეს ფეხბურთელები მოსჩანან. 

ტრანსფერის შანსებს ზრდის ისიც, რომ ორივე მათგანს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებათ. 

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპული" სრულად ჯუდ ბელინგემზე იქნება კონცენტრირებული.

2 კვირის წინ
653 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 107
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტრენტი, მატიპი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ