ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ეკვადორი ვერ დაამარცხა - 1:1.
ნიდერლანდელთა მხრიდან თავი კვლავ კოდი გაკპომ გამოიჩინა, მისი გოლი კი ვირჯილ ვან დიაკმა სახალისოდ აღნიშნა.
"ლივერპულის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოლი მისი თანაგუნდელის, რობერტო ფირმინოს სტილში აღნიშნა.