იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულს" რამდენიმე ნახევარმცველს უკავშირებენ, მაგრამ ამ ეტაპზე სერიოზული არაფერია.
Calciomercato იტყობინება, რომ მერსისაიდული გრანდის რადარზე ახალი ნახევარმცველი გამოჩნდა - მარსელო ბროზოვიჩი. იტალიური წყაროს ინფორმაციით, "ლივერპული" "ინტერს" შეთავაზებას სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გააკეთებს.
როგორც ირკვევა, "ლივერპულს" ფულს+ფეხბურთელის შეთავაზების ვარიანტი იზიდავს და მზადაა, ნაბი კეიტა ჩართოს გარიგებაში. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის ფულის დამატებას განიხილავს გუნდი.
ბროზოვიჩს მიმდინარე სეზონის 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.