Inter Live-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" თავკაცი, იურგენ კლოპი "ინტერის" ცენტრალურ მცველს, მილან შკრინიარს აკვირდება.
სლოვაკს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. "ლივერპული" მას ვირჯილ ვან დეიკის შემცვლელად განიხილავს.
Calciomercato-ს ცნობით, "ინტერი" უკვე ყიდულობს შკრინიარის შემცვლელებს, სავარაუდოდ, ის არ გააფორმებს ახალ კონტრაქტს სან სიროზე.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში შკრინიარმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჟამად კი ის ტრავმირებულია.