"ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, იურგენ კლოპმა მედიასთან სხვადასხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.
"ორი გუნდი, რომლებიც ძალიან ცდილობდნენ პრობლემების გამოწვევას, მეორე ტაიმში ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო უნდა გავაგრძელოთ."
"დაცვა ნამდვილად კარგი იყო - 0-0. მშრალი კარია. არ ვართ ოცნებების ქალაქში, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ და ეს დღეს ბიჭებმა გააკეთეს."
"22 წლის განმავლობაში 8 თამაში გამოვტოვე - მე ძალიან გამიმართლა, რომ არასდროს დავუთხოვებივარ და თითქმის ყოველთვის ვიყავი პასუხისმგებელი."
"მე და სერ ალექს ფერგიუსონს არასდროს გვითამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ - ბვერი კამათი გვექნებოდა! ის ნამდვილად პატივს სცემს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე პატივს ვცემ იმას, რაც მან გააკეთა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხალხი ამბობს ისეთ რამეს, რაც მან თქვა."
"ლივერპულის გულშემატკივრებთან ჩემი კავშირი პირველივე დღიდან განსაკუთრებული იყო. შუადღის პირველის ნახევარი ნამდვილდა არ არის საუკეთესო დრო სენსაციური ატმოსფეროსთვის, თუმცა ხალხი ყველანაირად ცდილობდა ჩვენთვის ბიძხი მოეცა." - თქვა კლოპმა.