რობერტსონი: "ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქროთ"

რობერტსონი: "ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქროთ"

"ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, ენდრიუ რობერტსონმა მედიასთან რამდენიმე საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ახლა უფროსი ვარ და ჩემი გამოცდილება უნდა გამოვიყენო, რათა ვცადო გავლენა მოვახდინო თამაშზე. მნიშვნელოვანია სცადოთ და მოიგოთ თამაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია არ წააგოთ ამის კეთების დროს."

"უბრალოდ საჯარიმოში რაღაც გვაკლდა. კარი მშრალად შევინახეთ, რაც ამ სეზონში ბევრჯერ არ გვქონია - დღეს დაცვაში უკეთ ვითამაშეთ. ვიცით, რომ ბურთზე უკეთ უნდა ვიყოთ და ვიცით, რომ მომენტები უნდა შევქმნათ."

"ტოპ 4-ს კიდევ უფრო ვშორდებით - ბევრ ქულას ვკარგავთ. სხვაობა უფრო დიდი ხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება პერფორმანსებზე და დავუბრუნდეთ იმას, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენი გუნდი."

"ფეხბურთელები უნდა დაგვიბრუნდნენ - ზოგიერთი თავდამსხმელი კიდევ უფრო ახლოსაა დაბრუნებასთან, მაგრამ ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა მოვიგოთ თამაშები და დავაგროვოთ ქულები. " - თქვა რობომ.

5 დღის წინ
212 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 150
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტრენტი, მატიპი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ