"ლივერპული" პრემიერ ლიგაში გამარჯვებას კვლავ ვერ ახერხებს - ამჯერად, მერსისაიდული გრანდი ლონდონის "ჩელსისთან" უგოლო ფრეს დასჯერდა.
შეხვედრის შემდეგ, იურგენ კლოპმა შეხვედრის შედეგზე იუმორნარევი კომენტარი გააკეთა. არსენ ვენგერი თავის მე-1000 მატჩში "ჩელსისთან" 6-0 დამარცხდა, კლოპმა კი ამაზე იხუმრა:
"როგორც მახსოვს, ვენგერმა თავის მე-1000 თამაში 6-0 წააგო. როგორც მინიმუმ, მოხარული ვარ, რომ ეს არ მოხდა.
"მე და სერ ალექს ფერგიუსონს არასდროს გვითამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ - ბევრი კამათი გვექნებოდა! ის ნამდვილად პატივს სცემს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მე პატივს ვცემ იმას, რაც მან გააკეთა.", - განაცხადა მან.