კოდი გაკპოს "ლივერპულული" კარიერა არც თუ ისე კარგად დაიწყო - ნიდერლანდელის ანგარიშზე 4 შეხვედრაში არც გოლია და არც ასისტი.
მიუხედავად ამისა, სტივენ ჯერარდი გაკპოს საკითხზე არ ნერვიულობს და დარწმუნებულია, რომ ის მაღალ დონეზე თამაშს სულ მალე დაიწყებს:
"გაკპო ჯერ კიდევ ეძებს თავის თავს პრემიერ ლიგაში.
ვფიქრობ, პანიკა საჭირო არაა და უნდა მოვითმინოთ - დღევანდელ თამაშშიც დავინახე მისი მონდომება, სურვილი და მოტივაცია. უნდა ვიყოთ მომთმენები, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მან.