ჯერარდი: "პირადად ჩავფრინდები "ლივერპულის" სამიზნის დასაყოლიებლად"

ჯერარდი: "პირადად ჩავფრინდები "ლივერპულის" სამიზნის დასაყოლიებლად"

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" მთავარი სამიზნე დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემია.

სტივენ ჯერარდის თქმით, ის პირადად ჩავა გერმანიაში და ეცდება ინგლისელის ტრანსფერში დარწმუნებას.

"ლივერპულისთვის" აშკარა ტრანსფერი ბელინგემია. კლუბს აკლია 8 ნომერი. დარწმუნებული ვარ, ჯუდ ბელინგჰემი საკმარისად ჭკვიანია იმისათვის, რომ შეხედოს ლივერპულს, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს."

"ჯუდ ბელინგემი "ლივერპულში" მინდა. მან უბრალოდ თავისი განრიგი უნდა გამომიგზავნოს. როდესაც თავისუფალი დღე ექნება, მე პირადად ჩავალ გერმანიაში და სადილზე დავპატიჟებ!"

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ინგლისში დარჩენა მისი ზრდისა და განვითარების გასაგრძელებლად. უბრალოდ გამოაგზავნინეთ თავისი განრიგი." - თქვა ჯერარდმა.

4 დღის წინ
532 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 150
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ტრენტი, მატიპი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ