უკვე კარგა ხანია, ნათ ფილიფსს "ლივერპულიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ტრანსფერი ვერა და ვერ შედგა.
ბრიტანული მედია კვლავ იტყობინება, რომ ინგლისელი ცენტრალური მცველი "ლივერპულის" დატოვებასთან ამჯერადაც ახლოსაა.
თავის მხრივ, წასვლა სურს ფილიფსსაც - Athletic-ის ინფორმაციით, ნათი ისეთ გუნდს ეძებს, რომელშიც დიდი სათამაშო დრო ექნება.
ჯერჯერობით, სატრანსფერო ღირებულებაზე არაფერი იწერება, ეს ყველაფერი ფილიფსის მსურველებსა და ინტერესზეა დამოკიდბული.