"ლივერპულს" ტრავმების გამო სერიოზული კრიზისი აქვს, ხოლო გუნდს მარტივი განრიგი ნამდვილად არ ელის - ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მათი მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება.
ტრავმირებულებზე საუბრისას, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ, დიდი ალბათობით, მოედანს დროულად დაუბრუნდება დიოგუ ჟოტა, რომელმაც ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო:
"ჟოტა დაბრუნებასთან ახლოსაა. "რეალთან" შეხვედრა? სავარაუდოდ, უნდა მოასწროს.
დარვინ ნუნიესი მალე დაბრუნდება, მისი ტრავმა სერიოზული არაა, მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა", - განაცხადა იურგენმა.