როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულს" უამრავ ნახევარმცველს უკავშირებენ და ამ სიაში ერთ-ერთი "ვულვზის" ფეხბურთელი, რუბენ ნევეშია.
თუმცა, Football Insider-ის ინფორმაციის თანახმად, ამ თვეში გარიგების გაფორმების შანსი მცირეა. "ვულვზმა" განუცხადა მერსესაიდელებს, რომ იანვარში ნევეშის ტრანსფერი შეუძლებელია.
ამბობენ, რომ "მგლებს" სურთ პორტუგალიელის სეზონის ბოლომდე შენარჩუნება. ასე კლუბს სურს თავი აარიდოს პრემიერ ლიგიდან გამოვარდნას.
ლივერპულის ერთ-ერთი იმედი არის ის, რომ "ვულვზი" მზადაა ზაფხულში ნევეში გაყიდოს. 25 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის ხანგრძლივვობა 2024 წელს ეწურება.