გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულს" სურს "იუვენტუსის" ვინგერის, ფედერიკო კიეზას დამატება, მოჰამედ სალაჰის პოტენციურ შემცვლელად.
Calcio Mercato Web-ის ცნობით, კლოპი ფეხბურთელებისგან სტაბილურობას ითხოვს და სალაჰმა ვერ შეძლო ამ სეზონში ოპტიმალურ დონეზე თამაში.
ეგვიპტელ ფეხბურთელს ბოლო დროს ხშირად უკავშირებენ "პარი-სენ-ჟერმენს". პარიზელები მზად არიან სალაჰის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადონ.
იტალიურმა წყარომ აღნიშნა, რომ კლოპმა გადქაწყვიტა კიეზას ტრანსფერზე მუშაობა. "ლივერპული" გეგმავს გამოიყენოს სალაჰის გაყიდვიდან მიღებული ფული "იუვენტუსიდან" იტალიელი ფეხბურთელის ხელმოწერის დასაფინანსებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელები 25 წლის ფეხბურთელისთვის დაახლოებით 60 მილიონ ევროს მოითხოვენ.