იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" იჯარის წესით ვოუტ ვეგჰორსტი დაიმატა.
საინტერესოა, თუ რას ამბობდა ნიდერლანდელი ფორვარდი DAZN -თან ინტერვიუში 2020 წელს:
"ლივერპულს ყოველთვის განსაკუთრებულ კლუბად ვთვლიდი. როდესაც YNWA-ს ვუსმენ, ყოველთვის ჟრუანტელი მივლის. მერსისაიდელების გარდა, კიდევ მომწონს რამდენიმე ბრიტანული კლუბი და მათთან ერთად "მილანი".
მე მაქსიმალისტი ვარ და წინსვლა მსურს. იქნებ, გერმანისი ან ინგლისის ჩემპიონატებში ვითამაშო, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა მან 2020 წელს.