მიმდინარე სეზონში მო სალაჰს "ლივერპულში" გადმოსვლის შემდეგ ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს.
ამ ყველაფრის ფონზე, Calciomercato იტყობინება, რომ მერსისაიდული გრანდი მზადაა, ეგვიპტელ ვარსკვლავს სეზონის ბოლოს გამოემშვიდობოს.
იტალიური გამოცემა იტყობინება, რომ "ლივერპული" სალაჰს 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმობს, რადგან მოს თამაშით იმედგაცრუებულია იურგენ კლოპის სამწვთნელო შტაბიც.
ამ ეტაპზე ინტერესს "პსჟ" გამოხატავს. პარიზელები სიტუაციას აკვირდებიან.