როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში, ტრავმები "ლივერპულის" ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა.
ცნობილი გახდა რამდენიმე ფეხბურთელის დაბრუნების მიახლოებითი თარიღი:
რობერტო ფირმინო - ბრაზილიელი თავდამსხმელი გუნდს თებერვალში დაუბრუნდება.
ვირჯილ ვან დეიკი - ნიდერლანდელი მცველი 13 თებერვალს, "ევერტონთან" მატჩისთვის მზად იქნება.
დიოგო ჟოტა - პორტუგალიელი გუნდს მადრიდის "რეალთან" მატჩამდე დაუბრუნდება, რომელიც 21 თებერვალს გაიმართება.
არტური - ბრაზილიელი ნახევარმცველი უკვე 3 თვეა ტრავმირებულია და მისი დაბრუნება თებერვლის დასაწყისშია მოსალოდნელი.
ლუის დიაზი - კოლუმბიელი ვინგერი გუნდს სრულად მარტის ბოლოში ან აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება.